„გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.
კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.
კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.