ამერიკელი დიპლომატები ბარაქ ობამას სირიის არმიაზე დარტყმებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი დიპლომატები ბარაქ ობამას სირიის არმიაზე დარტყმებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების ნაწილი მოუწოდებს პრეზიდენტ ბარაქ ობამას, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე დარტყმები განახორციელოს. 
50-ზე მეტმა დიპლომატმა ხელი მოაწერა შიდა მემორანდუმს, რომელშიც მოუწოდებს აშშ-ს, მიიტანოს დარტყმები სირიის არმიაზე იმ მიზნით, რომ ასადის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა. 
დიპლომატები სთავაზობენ ხელისუფლებას, სირიის არმიის წინაააღმდეგ 
გამოიყენოს რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და საჭიროების შემთხვევაში, ავიაციაც. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მემორანდუმის არსებობა დადასტურა, თუმცა კომენტარებისგან თავი შეიკავა.