გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
”გვინდა გამოვეხმაუროთ არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილს, საარჩევნო კოდექსში რეკლამის განთავსების შესახებ შესატანი ცვლილებების განსახილველად, პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე, პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში შევხდება, სადაც ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.