პრეზიდენტის შეფასებით, გია ვოლსკიმ არაადეკვატური განცხადება გააკეთა

პრეზიდენტის შეფასებით, გია ვოლსკიმ არაადეკვატური განცხადება გააკეთა

პრეზიდენტის პრესსპიკერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის კომენტარს არაადეკვატურს უწოდებს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ დეპუტატ გია ვოლსკის კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლები შეაფასა, როგორც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები. ამ შეფასებაზე მივიღეთ გია ვოლსკის არაადეკვატური კომენტარი და პასუხები. საზოგადოებას კი, აინტერსებს, პარტია "ქართული ოცნება" იზიარებს, თუ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილის ხედვებს, სახელმწიფოს მართვის ფორმებთან დაკავშირებით,"- განაცხადა მიშველაძემ.