ეკა მიშველაძის განმარტებით, მისთვის უცნობია, რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და გიგა ბოკერიამ

ეკა მიშველაძის განმარტებით, მისთვის უცნობია, რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და გიგა ბოკერიამ

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის შეხვედრა დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

ეკა მიშველაძის განმარტებით, პრეზიდენტთან პოლიტიკური პარტიების ლიდერები ხშირად დადიან.

შეეხებოდა თუ არა საუბარი გიგა ბოკერიას თხოვნას ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მის შინაარსზე ინფორმაციას არ ფლობს.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. გიგა ბოკერია პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურმა "პირWელს" განუცხადა, გიგა ბოკერიამ და გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, "ნაციონალურ მოძრაობაში არ აკონკრეტებენ.

სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.