პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა.
მიშველაძის თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არასაპარლამენტო ოპოზიციას უახლოეს დღეებში შეხვდება.
"პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ, "საარჩევნო კოდექსში“ რეკლამის განთავსების თაობაზე შესატანი ცვლილებების განსახილველად.
მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში შეხვდება, სადაც ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული", - განაცხადა მიშველაძემ.