უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა, რომელიც კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს.

მიშველაძემ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვანო მაჭავარიანს აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში.

"ეს ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით", - აღნიშნა მიშველაძემ.