ევროკავშირის ელჩი მერაბიშვილთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებას მიესალმება

ევროკავშირის ელჩი მერაბიშვილთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებას მიესალმება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ჰერმანი მიესალმება მთავრობაში გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლება ევროპული კონვენციის შეუსაბამო ფაქტის გამოძიებისთვის მზად არის.

„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ასევე, საქართველოს მთავრობის პირველი რეაქცია. მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში, როგორც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო”,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.