ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, ოდნავ შეცვალოს სიმღერის ტექსტი, ხოლო ბექ–ვოკალს ბრიტანეთის არმიის მუსიკალური კორპუსი ჩაწერს, “ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას აკეთებს ჯარი და მადლობა გადაუხადონ შესრულებული სამუშაოსთვის” – განაცხადა Status Quo–ს ლიდერმა, ფრენსის როსმა.
“In the Army Now”–ს ახალი ვერსიას მსმენელი 26 სექტემბერს მოუსმენს და ნახავს. ტრეკის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად გადაეცემათ საქველმოქმედო ორგანიზაციებს Help For Heroes და British Forces, რომლებიც შეიარაღებული ძალების დასახმარებლად სახსრების მოძიებით არიან დაკავებულნი.
აღნიშნული კომპოზიცია – “In the Army Now”– 1981 წელს დუეტ Bolland & Bolland–ის მიერ შეიქმნა, მაგრამ პოპულარობა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც იგი Status Quo–მ შეასრულა. სიმღერა შევიდა ამავე სახელწოდების 1986 წლის ალბომში და მაშინ ბრიტანული ჩარტების მეორე საფეხურსაც უწია.