ანგელა მერკელი - ვარშავაში ვილაპარაკებთ, რა დამატებითი საშუალებებია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით

ანგელა მერკელი - ვარშავაში ვილაპარაკებთ, რა დამატებითი საშუალებებია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით

ვარშავაში ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა უშლის ხელს კონსენსუსს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების თაობაზე.

„ნატო-ს რაც შეეხება, ჩვენ ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მისიებში. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით, პრინციპში, ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის განცხადებების ქართულ თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.