ძლიერი წვიმის შედეგად დოლიძის ქუჩაზე წყალი დაგუბდა

ძლიერი წვიმის შედეგად დოლიძის ქუჩაზე წყალი დაგუბდა

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, დოლიძის ქუჩაზე წყალი დაგროვდა, რამაც მოსახლეობაში გარკვეული პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები სოციალურ ქსელებში დოლიძეზე გადაღებულ ფოტომასალასაც ავრცელებენ, სადაც კარგად ჩანს წარმოქმნილი გუბე.
"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია. "ძლიერი წვიმის გამო დოლიძეზე წარმოიქმნა გუბეები, თუმცა "თბილსერვისის" წარმომადგენლებმა სანიაღვრე კოლექტორები მალევე გაწმინდეს და ამჟამად ქუჩაში წყლის გუბეებიც აღარაა", - აღნიშნეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, ამ მომენტისთვის თბილისის მასშტაბით 112-ის სამსახურში დატბორვის ან წყლის შევარდნის შესახებ ზარები არ დაფიქსირებულა. მათივე ინფორმაციით, დოლიძეზე წყალი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო დაგუბებული. ამჟამად კი ქუჩა მთლიანად გაწმენდილია.