გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან დამაიმედებელი გზავნილები მივიღეთ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან დამაიმედებელი გზავნილები მივიღეთ

 

სახლმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე აცხადებს,რომ დღეს საქართველომ მიიღო დამაიმედებელი გზავნილები გერმანიის კანცლერისგან.

მისივე თქმით, ამ გზავნილებში ხაზგასმით იყო აღნიშნული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საქართველოს აახლოებს და აკავშირებს ვიზალიბერალიზაციასთან.

"ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის. მეორე აღინიშნა ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს და არანაირი შეფერხება გერმანიის მხრიდანარ ექნება ამ პროცესს, გამომდინარე იმ მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამი წლის განმავლობაში განხირცელდა. ასევე, ჩვენ მივიღეთ დამაიმედებელი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გერმანია მხარს დაუჭერს საკითხის დროულად გადაწყვტას",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საკითხი არის კომპექსური შინაარსის და ის უკავშირდება ევროპაში გაზრდილ არალეგალურ მიგრაციასტან დაკავშირებულ გამოწვევებს.

"ჩვენ გერმანელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ველოდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ძალიან მალე ვიზალიბერალიზაცია ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის",- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.