“ქართული ოცნებისთვის“ უკეთესი იქნება, თუ მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად შეძლებს

“ქართული ოცნებისთვის“ უკეთესი იქნება, თუ მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად შეძლებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, “ქართული ოცნებისათვის“ უკეთესი და უფრო კარგი იქნება, თუ ის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კვაჭანტირაძემ განუცხადა, ყველგან, სადაც ჭრელი კოალიციური მთავრობაა, მთავრობა არის ძალიან სუსტი, მოკლევადიანი, ხშირად გადადგომის და ნდობის ვოტუმის მომლოდინე, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ “ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შევა. ამას ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა გამორიცხულია და ამაზე ნუ ვიოცნებებთ - არც არის დემოკრატიული, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება“ უმრავლესობას ადვილად შეკრებს პარლამენტში და უკეთესი და უფრო კარგი იქნება, თუ ის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ კვაჭანტირაძემ.