მოხარული ვართ, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მისასლმებელია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საქართველო ჟენევის ფორმატში მონაწილეობს.
“მოხარული ვართ, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთის მიმართებით. თუმცა, ეს საკითხი კვლავ მწვავე საკითხად რჩება. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, მივესლამებით, რომ საქართველო ჟენევის ფორმატში მონაწილეობს და ამ მხრივ გარკვეულ პროგრესს აღწევს”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.