საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვა მალე დამთავრდეს.
„ვიზალიბერალიზაციას, გავიმეორებ რაც უკვე ვთქვი, გრძელ ვადებზე არ იქნება ლაპარაკი. საუბარია ევროპარალმენტში მიმდინარე, მოკლევადიან მოლაპარაკებებზე. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა და შესაძლებელია, რომ განხილვა მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნას, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რაც ვიზალიბერალიზაციისთვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას და შეჩერების მექნიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.