გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის უნდა დაამტკიცოს.
ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია წარმატებით დამტკიცდება.
“გასულ კვირას ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის თემაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა წინპაირობა შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის. ახლა ველით, როდის გადაწყდება ეს საკითხი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო რეჟიმი. წინა კვირას ვისაუბრე, რომ ავამოქმედებთ ე.წ. შეჩერების მექანიზმს, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტულად საქართველოსჯეკ, არამედ ზოგადად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რათა უფრო სწრაფი რეაგირება მოხდეს პრობლემებზე. მაგალითად, თუკი იქნება ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი იმ ქვეყნიდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით სარგებლობს. გასულ წელს გვქონდა მსგავსი პრობლემა სერბეთთან დაკავშირებით და არ გვსურს, რომ ასეთი რამ კიდევ განმეორდეს. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი ამ მექანიზმს მალე დაამტკიცებს, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციაც წარმატებით იქნება დამტკიცებული", - აღნიშნა მერკელმა ბერლნში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.