გერმანიის შემდეგ, ტერაქტების საფრთხეზე კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ განაცხადა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ქვეყნის ტერიტორიაზე ახალ ტერაქტებს გეგმავს.
„ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ერაყსა და სირიაში უკან იხევს და ამიტომ თავისი აქტივობა გადმოაქვს ჩვენთან“, - განაცხადა მანუელ ვალსმა.
თავის მხრივ, ბელგიის სპეცსამსახურები იტყობინებიან, რომ ისლამისტები ტერორისტულ აქტებს ბელგიაშიც ამზადებენ.
სპეცსამსახურების ცნობით, დაახლოებით 15 დღის წინ „ისლამური სახელწმიფოს“ მებრძოლთა ჯგუფი სირიიდან ევროპაში ჩავიდა.
„ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ბელგიაში, მეორე კი, საფრანგეთში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ამ ადამიანებს საჭირო იარაღი აქვთ და მათი თავდასხმა გარდაუვალია“, - ნათქვამია ბელგიური სპეცსამსახურების ანგარიშში.