ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მივიღე გიორგი ბაჯელიძესგან, არის საჯარო

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მივიღე გიორგი ბაჯელიძესგან, არის საჯარო

ექსპერტი მიხეილ დუნდუა ჟურნალისტ ელისო კილაძის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფი, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ, ბიუჯეტიდან მილონობით ლარს ხარჯავენ ტენდერების გარეშე. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბაჯელიძემ აღნიშნულის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტ მიხელი დუნდუას მიაწოდა იმ მიზნით, რომ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმადე მისულიყო.

ამასთან დაკავშირეიბით მიხეილ დუნდუამ საუბრისას განაცხადა, რომ მას მართლაც ჰქონდა კონტაქტი გიორგი ბაჯელითესთან, რომელიც მაილზე გარკვეულ ინფორმაციას უგზავნიდა.

"ეს ნფორმაცია არის საჯარო და ღია ნებისმიერ ადამიანსითვის. მასში კონფიდენციალური არფერი არ არის. მას ჰქონდა მოსაზრება, რომ გაკრვეულ საკითებთან დაკავშირებით გარკვეული გვარები შეიძლება ჩართულები ყოფილიყვნენ კორუფციულ გარიგებებში, თუმცა მე არ ვარ მეკავშირე ივანიშვილთან და მე მას ვუთხარი, რომ თუ რამე ინფორმაცია და ნივთმტკიცებულება ჰქონდა, მიემართა სამართალდამცავი უწყებებისათვის. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მივიღე, არის საჯარო, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ გვერდებზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. შესაბამისად მისი ვინმესთვის მიწოდებას არანაირი დატვირთვა არ აქვს",-განაცხადა მიხეილ დუნდუამ.