ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია გვჭირდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გერმანია-საქართველოს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია გვჭირდება. ეს აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისაკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს. სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება; პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება".
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს.
მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.
"ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე-ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე - "საქართველოს ევროპული გზა”.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.