საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "დემოკრატია უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე".
პრემიერის აზრით, დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია. იგი ასევე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს იმ საზოგადოების ასაშენებლად, რომელშიც ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებულია."
"წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.
ამჟამად, ჩვენ ვკონცენტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე, რომლებიც დამნაშავეებს მათი პოლიტიკური აფილირების მიუხედავად დევნიან.
ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად.
ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან.
ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. "Freedom House” - ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს - ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.
2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე.
მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანია", - განაცხადა პრემიერმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე.