გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მეზიერი აცხადებს, რომ გერმანიაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდა. მინისტრი მოსახლეობას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტომას დე მაზიერმა გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტევრიუში განაცხადა.
“ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ ერთეულ ტერაქტებისთვის, არამედ თავდასხმების ისეთი სერიებისთვის, როგორიც განხორციელდა პარიზში, ასევე საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული ტერაქტებისთვის”, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დე მეზიერმა განაცხადა, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს, როდესაც საქმე ეხება ოჯახის წევრების, მეზობლებისა ან მეგობრების რადიკალიზაციას.
“ეს უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ხელისუფლებისთვის მიწოდებული ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია ტერაქტების აღსაკვეთად”, - აღნიშნა მინისტრმა.