ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა დღეს ტიბეტის სულიერ ლიდერს უმასპინძლებს. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.
დალაი ლამა აშშ-ს ორშაბათს სამდღიანი ვიზიტით ეწვია, რამაც ჩინეთის ხელისუფლებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. დალაი ლამას ჩინეთში საშიშ სეპარატისტად მიიჩნევენ.
ტიბეტის სულიერმა ლიდერმა აშშ-ს პრეზიდენტობის ”რესპუბლიკელი” კანდიდატის ინიციატივა შეაფასა და განაცხადა, რომ დაუშვებელია ყველა მუსლიმში ტერორისტს ვხედავდეთ და ქვეყანაში შესვლას ვუკრძალავდეთ.