მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს, - ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს.

სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის - “ნატვრის ხე“ მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იქნება მიმართული.