უკან რომ დამაბრუნა, ყოყმანს არ დავიწყებდი - რას ნანობს ბიძინა ივანიშვილი?!

უკან რომ დამაბრუნა, ყოყმანს არ დავიწყებდი - რას ნანობს ბიძინა ივანიშვილი?!

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უკან დაბრუნების საშუალება რომ ჰქონდეს, ყოყმანს არ დაიწყებდა და პოლიტიკაში წასასვლელად შვილის რჩევა არ დასჭირდებოდა.

"ვნანობ, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე სხვა პოზიცია გამაჩნდა. სიტუაცია მართლაც იყო არაორდინარული. მე არავის არაფერს ვამადლი, მაგრამ მე პირდაპირი მნიშვნელობით, გავწირე თავიც და ოჯახიც. იმ სიტუაციას რეალურად თუ შეაფასებთ, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, დატრიალებულიყო ტრაგედია.

უკან რომ დამაბრუნა, ყოყმანს არ დავიწყებდი და უტა არ დამჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ის ყოყმანი, რაც მქონდა სამკარისი იყო და იმასაც ვნანობ. ჩემი პირადი ვალდებულება მაქვს ქვეყნის წინაშე, რაც შემიძლია იმის მაქსიმუმს ვაკეთებ. ეს ჩემი სამშობლოა და როგორც შემიძლია, უნდა ვიზრუნო მასზე, ისევე, როგორც თითოეულმა მოქალაქემ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას პოლიტიკაში წასვლა მისმა უფროსმა შვილმა, უტამ ურჩია.