ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ნახავთ, ვერც ევროპელს და ვერც ამერიკელს, რომელიც საქართველოს მთავრობაზე მიანიშნებს, რომ რამე ვერ გააკეთა და ამის მიზეზით შეიძლება გადაიწიოს ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ევროპაში ძალიან რთული პროცესები ვითარდება, თავად ევროპას ძალიან მძიმე დღეები აქვს - დევნილების თემა, ეკონომიკური პრობლემებია და შესაბამისად, სხვანაირი მოთხოვნები გაჩნდა.
„ახალი პოზიციები გაჩნდა, რასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ არ დავადანაშაულოთ საქართველოს მთავრობა ამაში. ყველაფერი გააკეთა საქართველოს მთავრობამ, ჩემთვისაც გულდასაწყვეტია, რომ გაჭიანურდა პროცესი. არ იქნება სექტემბერში, იქნება წლის ბოლოს, მაგრამ აუცილებლად იქნება. შესაბამისად, იმედგაცრუებასაც ნუ გამოვხატოთ, თუ უფრო გვიან იქნება ვიზალიბერლაზაცის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.