”თავისუფალი დემოკრატებისთვის” მერაბიშვილი არასდროს ყოფილა პოლიტპატიმარი და ვერც ვერასდროს იქნება

”თავისუფალი დემოკრატებისთვის” მერაბიშვილი არასდროს ყოფილა პოლიტპატიმარი და ვერც ვერასდროს იქნება

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”ქართულმა ოცნებამ” მოახერხეს ის, რომ ვანო მერაბიშვილზე შეიძლება საუბარი, როგორც პოლიტპატიმარზე, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მურუსიძის სასამართლოს, შოთაძის პროკურატურის, წულუკიანის იუსტიციის და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შედეგი. სწორედ ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამა” და ”ქართულმა ოცნებამ” მოახერხეს ის, რომ ვანო მერაბიშვილზე შეიძლება საუბარი, რომ ის არის პოლიტპატიმარი”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ”თავისუფალი დემოკრატებისთვის” არ არის პოლიტპატიმარი.

”თავისუფალი დემოკრატებისთვის” ვანო მერაბიშვილი არასდროს არ ყოფილა პოლიტპატიმარი და ვერც ვერასდროს იქნება”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება დღეს გამოაქვეყნა.