რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების წევრები, რომლებიც საფრანგეთში, ქალაქ ლილში მიემგზავრებოდნენ, რუსეთ-სლოვაკეთის მატჩზე დასაწსრებად მიდიოდნენ, საფრანგეთის პოლიციამ გააჩერა.
გულშემატკივართა გაერთიანების პრეზიდენტ, ალექსანდრ შპრიგინის განცხადებით, პოლიციამ მათი კუთვნილი ავტობუსის ბლოკირება მოახდინა და გულშემატკივრების ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრების დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გულშემატკივრები საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიან.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთში რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ.