13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებლად დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პანაშვიდს გადაიხდის.
პანაშვიდი 11:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს გზაზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან შესრულდება. პანაშვიდს თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.
გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.