ფოთში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. გადამზიდავ კომპანიებში დასაქმებულები ფოთის პორტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის დირექტორმა გია ანთაძემ განაცხადა, 1-ელი ივლისიდან ფოთის პორტი შესულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან. საუბარია დაახლოებით 15-მდე ტერმინალზე და ამდენივე გადამზიდავ კომპანიაზე. 4-000 მდე ადამიანი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ გამაფრთხილებლი საპროტესტო აქცია შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა ფოთი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვას.
აქცია ქალაქის ნავსადგურის სამმართველოსთან 10.00 საათზე დაიწყება.