ჟენევის დისკუსიებზე ცენტრალური საკითხი მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე იქნება

ჟენევის დისკუსიებზე ცენტრალური საკითხი მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე იქნება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 36-ე რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ორივე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალური საკითხი იქნება 19 მაისს, ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები. 
ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. 
ქეთევან ციხელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. 
მისივე ინფორმაციით, 14 ივნისს ორმხრივი შეხვედრები გაიმართება დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ხოლო სამუშაო შეხვედრებს ჯგუფები 15 ივნისს გამართავენ.