რუსეთის საპატრიარქო დიდი და წმინდა კრების თარიღის გადავადებას ითხოვს

რუსეთის საპატრიარქო დიდი და წმინდა კრების თარიღის გადავადებას ითხოვს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 16-26 ივნისს დაგეგმილი მსოფლიოს დიდი და წმინდა კრების გადადებას ითხოვს. ამის მიზეზად კი ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან კრებაში არმონაწილეობას ასახელებს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას დიდი და წმინდა კრების მუშაობაში. ვითხოვთ მისი ჩატარების თარიღის გადავადებას“, - აღნიშნა მღვდელმთავრმა. მისი თქმით, ამ კრებაში მონაწილეობაზე მანამდე უარი განაცხადეს ბულგარეთის, ანტიოქიის, საქართველოს ეკლესიებმა, ხოლო სერბეთის ეკლესიის შეთავაზებაა, ასევე, ამ კრების ჩატარების გადადება.