ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ

ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ

ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელებთ უკრაინასა და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა ხვალ იწყება.