დღეს, უპილოტო სამხედრო იარაღებით ვერავის გააკვირვებ. თუმცა მალე მათ ადგილზე შეიძლება გამოჩნდეს ტექნიკა, რომელიც მთლიანად შეცვლის დაპყრობითი ომებისა და ადგილობრივი კონფლიქტების სტრატეგიას. ვიდეოპორტალ youtube-ზე გამოჩნდა მფრინავი ტყვიამფრქვევი, რომელიც რიგითმა ჯარისკაცმა შექმნა და რომელმაც, შესაძლოა მალე სამხედრო ქვეითები ჩაანაცვლოს. ასეთი ტექნიკის პროტოტიპი უკვე შექმნილია.
გამოგონება, ამერიკაში მცხოვრებ, რუს ჯარისკაცს დიმიტრის ეკუთვნის. ის ცეცხლსასროლი იარაღების ექსპერტად ითვლება და იარაღის მოყვარული საზოგადოების ფართო წრეში ცნობილი ფიგურაა. დიმიტრის მიჰყავს სამხედრო გადაცემა Youtube-ზე FPSRussia-ს არხზე.
გამომგონებელმა უპილოტო ტყვიამფრქვევს „Шарлин“ უწოდა. ტყვიამფრქვევის გამოცდისა და მის შესაქმნელად ჩატარებული სამუშაობის ამსახველი ვიდეო, სადაც იარაღს პრეზენტაციას თავად უკეთებს, დიმიტრიმ ვიდეოპორტალ Youtube-ზე FPSRussia-ს არხზე ატვირთა. უპილოტო თვითმფრინავს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ვიდეოპორტალ youtube -ზე, ასევე FPSRussia-ს „ფეისბუქის“ გვერდზე.
„Шарлин“-ს ფრენის სიჩქარე საათში 50კმ -ია. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 400 მეტრია. ტყვიამფრქვევი წუთში 100 გასროლას ახორციელებს. დიმიტრის თქმით, აპარატი კიდევ დასახვეწია და მისი მასიური წარმოება 10-15 წელზე ადრე შეუძლებელია.