ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, რომელ რეგიონში ჩავა პირველად.
„ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო - ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა და აქტივთან შეხვედრა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.