ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა.
ცხადაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხორციელდება შემდეგი საინვესტიციო პროექტები:
140 ქუჩაზე 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის რეაბილიტაცია; 6 000–ზე მეტი ახალი, ევროსტანდარტის, ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულის დამონტაჟება. ჟინვალის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია; საგურამოს 4,4 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა; ბოდორნა–ღრმაღელის 38 კილომეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნა ჰესის მშენებლობა.
ეს პროექტი ამჟამად კვლევითი სამუშაოების ეტაპზეა. GWP -ის მონაცემებით, აღნიშნული სამუშაოების პროცესში დამატებით 1000–ზე მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არის ინვესტიციები, რომელთა განხორციელებასაც კომპანია საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს თბილისის წყალმომარაგების სისტემის განსავითარებლად", – ამბობს გიორგი ცხადაძე.