ამის თაობაზე GWP -ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გამოაცხადა ახალი კამპანია, სახელად „ანგარიში თბილისს" და ამ კამპანიის ფარგლებში გარკვეული პერიოდულობით ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტი თბილისის მოსახლეობას ანგარიშს ჩააბარებს.
დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე წარვსდგებით, როგორც წყალმომარაგების სისტემაში, ასევე ენერგეტიკაში გაკეთებული და დაგეგმილი კონკრეტული პროექტებით.
მართლაც დიდ სამუშაოს ეწევა კომპანია, რომელშიც 2 300–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ჩვენ გვაკისრია უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა – უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სასმელად ვარგისი წყლით ვამარაგებთ საქართველოს დედაქალაქს, 472 ათასზე მეტ აბონენტს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მომხმარებლებმა, თბილისის მოსახლეობამ, დეტალურად უნდა იცოდეს კომპანიის გეგმები და შესაძლებლობები", – ამბობს ცხადაძე
GWP -ის პირველი „ანგარიში თბილისს" ხვალ, 11:00 საათზე, კომპანიის სათავო ოფისშია დაგეგმილი.