ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 10 ივნისს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. პროცესი 10:00 საათზეა ჩანიშნული.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, სააპელაციო სარჩელის განხილვა 7 ივნისს დაასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშას ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი, მის კომპანია "პანორმას" კი 40 პროცენტი მიეკუთვნა.