ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის განმუხურში მაღალი კლასის სასტუმროს აშენებას აპირებს, რითაც მომავალში აუცილებლად იამაყებს.
ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უმეცარ განცხადებებს აკეთებენ.
"იმ ადგილას, სადაც პირობითად საზღვარი გააკეთეს, ვაპირებ ძალიან მაღალი კლასის სასტუმროს აშენებას, კიდევ რაღაცებს ვაპირებ და გაგაცნობთ. იქაც კი მოახერხეს და თემა ასწიეს, რომ ზღვას გვართმევსო, ზღვის სანაპიროს გვართმევსო და რაღაც სისულელეები და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. იმიტომ, რომ მე დღეს ვაშენებ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მშენებლობა ლამის უარყოფით სიტყვად გადააქციოს. ასეთი ყრუ საზოგადოება არაა ჩვენთან. ტერმინს ამოირჩევენ და ცდილობენ, მის სხვა რანგში გადაყვანას", - განაცხადა ივანიშვილმა.