რცხვენოდეთ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობისტ ქართულ პარტიებს

რცხვენოდეთ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობისტ ქართულ პარტიებს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი წერს, რომ ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას.

სარა უილიამსონი ვარაუდობს, რომ ევროკავშირის მხრიდან პოზიციის გამოხატვის შეფერხება, შესაძლოა, ამ პარტიების ქმედებებს უკავშირდებოდეს.

"ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის მოქალაქეობრივი ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და ავადმყოფობაა", - წერს ვილიამსონი.