თუ ვინმე ჰესს აშენებს, მე არ ვარ, თორემ ვიამაყებდი

თუ ვინმე ჰესს აშენებს, მე არ ვარ, თორემ ვიამაყებდი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ჰესის აშენებას არსად აპირებს, თუმცა მიესალმება, თუკი მის აშენებას ვინმე გეგმავს.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის აშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ივანიშვილის თქმით, მთვარობის არც ერთი წევრი მსგავს დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა.  

"თუ ვინმე ჰესს აშენებს, მე არ ვარ საუბედუროდ. ასეთ რამეში რომ ვმონაწილეობდე, ვიამაყებდი. არც ვიცოდი ასეთი რამ, კარგია თუ ვინმე ჰესს აშენებს. არ მგონია, რომ ეს ბოტანიკური ბაღის განადგურების საფუძველზე აშენდება. ასეთ სისულელეზე ხელს არც ერთი მთავრობის წარმომადგენელი მოაწერდა. ეს შეეძლო, გაეკეთებინა წინა ხელისუფლებას ",-განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰესს აშენებს.