უვიზო მიმოსვლას საქართველო წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს

უვიზო მიმოსვლას საქართველო წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლას საქართველო წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს.

ივანიშვილი უარყოფითად აფასებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებას და აცხადებს, რომ საქართველომ გამორჩეულად შეასრულა ყველა პუნქტი იმისათვის, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.

"საქართველო დაუმსახურებლად აღმოჩნდა იმ რეალურ პრობლემების ცენტრში, რაც ევროპას ამ ბოლო დროს გადახდა. დევნილები, ამდენი პრობლემები.

ამავდროულად, თურქეთს, კოსოვოს სურს ვიზალიბერალიზაციის მინიჭება. საქართველომ გამორჩეულად,  განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი იმისათვის, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ამას ევროპელები დღემდე ვერ ახერხებენ, აქაც უნდა მოვითმინოთ და ალბათ, მივიღებთ სექტემბერში. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ მოხერხდეს და უახლოეს პერიოდში მივიღოთ უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ივანიშვილმა.