ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის დამსახურებაა.
ივანიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი აღმაშფოთებელია.
"ახალი პროვოკაცია მივიღეთ, აღამაშფოთებელია. მე როგორც ვადევნებ თვალს სახელმწიფო მოხელეებმა ჯანსაღი რეაქციები გააკეთეს.
"ნაციონალურმა მოძრაობის" გაუგებარი ქმედებების და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დაეხმარნენ რუსეთს განეხორციელებინათ ის, რაც განახორციელა თავისი უაზრო ქმედებებით. მივიღეთ ჩვენ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით იმისთვის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე.
საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა გვყავდეს და ერთად უნდა მოვახერხოთ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ის უბედურება და ის დარღვევები, რაც მათ რიცხვში დანაშაულებრივი შეცდომების შედეგია. ტერიტორიები არის ოკუპირებული, დავიბრუნებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და გავაერთიანებთ ტერიტორიებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.