მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის მფრინავი დაიღუპა.
გამანადგურებელი მოსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომდე დაბრუნებისას ჩამოვარდა.
ადგილზე მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია.
კატასტროფის მთავარ ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.