სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, ექს-პრემიერის განცხადება, რომ "ქართული ოცნება" 95 დეპუტატით შევიდეს პარლამენტში, რეალობას იქცეს.
გორგილაძე ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ "ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს, რადგან სწორედ ამას უკავშირდება ის სცენარი, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს.
"ეს არის რეალისტური. სწორედ ამას გულისხმობს ეს დაპირისპირება. ესეც არის გარკვეულწილად, მარკეტინგული სტრატეგია.
დღეს კი არ დასჭირდა მაინცდამაინც, და თვითმიზანი კი არ არის "ნაციონალური მოძრაობისგან" დემონის შექმნა. აქ გარკვეული მანიპულაციაც არის საზოგადოებრივი აზრის, ვინაიდან, ამ დემონით აშინებ მოსახლეობას, რომ შესაძლებელია, მისი დაბრუნება ხელისუფლებაში. ხოლო მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში, რა პერსპექტივა აქვს, ადვილი გამოსაცნობი არ არის. ნერგავ შიშს მოსახლეობაში და პრაქტიკულად, არ უტოვებ გამოსავალს. ლოგიკურია, თუ მე არ მინდა "ნაციონალური მოძრაობის" დაშვება ხელისუფლებაში, ერთადერთი ძალა, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს მას, მათ შორის ფიზიკურადაც, (სამეგრელოს ინციდნენტმა რისი დემონსტრირებაც მოახდინა) არის "ქართული ოცნება", - განაცხადა გორგილაძემ "პირველ პრესკლუბში" საუბრისას.