"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ახალ საარჩევნო ბლოკს ქმნის. პოლიტიკური გაერთიანება ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება.
"საარჩევნო ბლოკში კახა კუკავას პარტია, ასევე კონსტანტინე გამსახურდია იქნება", - განაცხადა "პირWელთან" საუბარში ინაშვილმა.
ბლოკში მათ გარდა შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული - აკაკი ასათიანის -"საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".