პარლამენტი საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პლენარულ სხდომაზე 10 ივნისს განიხილავს

პარლამენტი საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პლენარულ სხდომაზე 10 ივნისს განიხილავს

საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 10 ივნისს განიხილავს. ბიუროს სხდომაზე, ინიციატორი ფრაქციის, ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა კანონპროექტის დღის წესრიგში ერთ-ერთი პირველ საკითხად ჩასმა ითხოვა, რაც ბიურომ გაითვალისწინა.

ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იმაზე იქნება, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად.