"ბიძინა ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც თუ მიბაძავენ, კარგი იქნება"

"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის წარმართვას თავის თავზე იღებს.

ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეხვედრაზე თითქმის ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხავს გასცა პასუხი.

"იყო მწვავე კითხვები. კითხვები კიდევ იქნება, ბუნებრივია და მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის წარმართვას. მას პირადად მოუწევს არა მხოლოდ ჟურნალისტების არამედ მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა. თუ სხვა პოლიტიკოსებიც მიბაძავენ მას იმ თვალსაზრისით, რომ ექნებათ ასეთი ღია შეხვედრები ჟურნალისტებთან და ასეთი ხაზი გაყვება საარჩევნო პროცესს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველს ექნება საშუალეობა, მიიღოს ინფორმაცია პარიტიებს პროგრამების, მათ კანდისდატების შესახებ, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი",- აღნიშნა ბოჟაძემ.