თბილისის მერ, დავით ნარმანიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესს აშენებს, სიცრუეზეა დაფუძნებული.
ნარმანიას თქმით, არც ბოტანიკურ ბაღში და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებებს ადგილი არ ექნება.
"პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან, რაიმე ტიპის განცხადება, არ მგონია, რომ საზოგადოებისთვის იყოს საინტერესო. არც ჩემთვისაა საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებებს ადგილი არ ექნება.
კითხვაზე, იყო თუ არა მერიაში მსგავს ნებართვასთან დაკავშირებით, რაიმე შეხვედრა, მერის თქმით, ასეთი რამ არ მომხდარა.