თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს

თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს

საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს იმსახურებს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, გარდა ამისა, საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად.

“საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უნდა დააწესოს, რადგან ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.