მალე ჰოლივუდში ახალ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, სახელწოდებით „ლიზი და დიკი“ . ფილმი მოგვითხრობს, ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც ფილმ „კლეოპატრას“ გადაღებების დროს ვითარდებოდა.
ფილმს სემ კეშნერისა და ნენსი შენბერგერის რომანის „ვნებიანი სიყვარულის“ მიხედვით გადაიღებენ. რომანში აღწერილია ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობები.
ცნობილია, მთავარი როლის შემსრულებელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ელიზაბეტ ტეილორის როლს სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანი ითამაშებს.
„ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ელიზაბეტ ტეილორის მიმართ, მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მისით. ის არ მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი, არამედ საოცარი ქალია. მე ვამაყობ, რომ ამ როლზე დამამტკიცეს“,- აცხადებს ლოჰანი.
რიჩარდ ბარტონის როლის შემსრულებლის ვინაობა ჯერობით უცნობია. ასევე გაურკვეველია ვინ ითამეშებს მარლონ ბრანდოს, პიტერ ოტულისა და მარია კალასის როლებს.
უცნობია ფილმის რეჟისორის ვინაობაც, როგორც ამბობდნენ, სურათი მარტინ სკორსეზეს უნდა გადაეღო, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ახალ ფილმს იღებს, სახელწოდებით „უოლ-სტრიტის მგელი“, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.